საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 7 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 93 პირი. შესაბამისი ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე – stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
გუშინ საღამოს მონაცემებით, ქვეყანაში 86 გამოჯანმრთელებული იყო.
რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევებს, Covid 19 სულ 394 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან გარდაიცვალა 3, გამოჯანმრთელდა 93.
ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 297 აქტიური პაციენტია ანუ პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობს.
ამასთანავე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547.