“ქრისტე აღდგა! – მეუბნება გამვლელი სასაფლაოზე და აგრძელებს:
– ღმერთმა ქნას, გაისად ჩვეულებრივი ხალხმრავლობით შევხვდეთ ამ დღეს, ჯანმრთელები და ბედნიერები.
– ჭეშმარიტად. ღმერთმა გისმინოს, ვეუბნები და გზას ვაგრძელებ.
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე აღდგომას ათასობით ადამიანი დადის ხოლმე, დღეს კი ათამდე ადამიანს თუ დაითვლი.
სასაფლაოს ყველა შესასვლელ-გამოსასვლელთან პოლიცია დგას. პერიოდულად, შიდა ტერიტორიაზეც მოძრაობენ შესამოწმებლად. თუმცა, აქა-იქ, თითო-ოროლა ადამიანს მაინც შეამჩნევ.
ფოტოები დღის პირველიდან ორ საათამდეა გადაღებული.












![საფიჩხიის ცარიელი სასაფლაო ქუთაისში [ფოტო] საფიჩხიის ცარიელი სასაფლაო ქუთაისში [ფოტო]](https://netgazeti.ge/wp-content/uploads/2020/04/cover2.jpg)






