ახალი ამბები

ონლაინ კონცერტი, რომელმაც Covid 19-თან ბრძოლისთვის $128 მლნ შეაგროვა

19 აპრილი, 2020 • 1686
ონლაინ კონცერტი, რომელმაც Covid 19-თან ბრძოლისთვის $128 მლნ შეაგროვა

„ერთი მსოფლიო – ერთად ჩვენს სახლებში“ – ასე ერთქვა ონლიან, 8-საათიან კონცერტს, რომელმაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისთვის შემოწირულობებით თითქმის 130 მლნ აშშ დოლარი შეაგროვა. ეს თანხა კორონავირუსისთვის ბრძოლას მოხმარდება.

CNN-ის ცნობით, კონცერტი საერთაშორისო საქველმოქმედო მოძრაობის Global Citizen-ის, ლედი გაგასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა. ის ყველა სამედიცინო მუშაკს მიეძღვნა, რომელიც პანდემიასთან ბრძოლაში მონაწილეობას იღებს.

„სამედიცინო სფეროს ყველა მუშაკს, რომელიც ახლა ბრძოლის წინა ხაზზეა – ჩვენ თქვენთან ვართ. მადლობა, რომ თქვენ ჩვენთვის ხართ,“ – სწორედ დაიწყო პირდაპირი ეთერი.

8-საათიანი ონლაინ სტრიმის დროს,კონცერტში მონაწილეობა ათობით ცნობილმა პირმა მიიღო, მათ შორის, არიან ლედი გაგა, ბილი აილიში, სტივი უანდერი, ელტონ ჯონი, ლიზო და სხვები.

კონცერტის ჩანაწერი სხვადასხვა პლატფორმებზე და სოციალურ ქსელში, ახლაც ხელმისაწვდომია.


ბოლო მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსის

მასალების გადაბეჭდვის წესი