ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა – ექიმი

19 აპრილი, 2020 • 1527
აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქე კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა – ექიმი

აფხაზეთიდან გადმოყვანილი მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომელიც ზუგდიდში მკურნალობა – Covid 19-გან განიკურნა.

ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველთან“ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს წარმომადგენლები აცხადებენ.

„პასუხი მოვიდა გუშინ გვიან, იყო უარყოფითი ანუ კორონავირუსი არ დაფიქსირდა ბიოლოგიურ მასალაში, ამდენად პაციენტი გამოჯანრთელებულია და მან კლინიკა დღეს დატოვა.

მკურნალ ექიმს ექნება კომუნიკაცია პაციენტთან და დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ის უნდა იყოს იზოლაციაში,“ – ამბობს ექიმი და ამატებს, რომ  15 დღის შემდეგ, პაციენტს მონიტორინგს, აფხაზეთში,სავარაუდოდ, უბნის ექიმი გაუწევს.

50 წლამდე ქალი ზუგდიდის საავადმყოფოში 30 მარტს გადაიყვანეს. მაშინ საავადმყოფოს დირექტორმა, ნოდარ ჩიქოვანმა თქვა, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში შეყვანისას, ქალი თავს ნორმალურად გრძნობდა.

აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის პირველ დღეს 500- კაციანი ქორწილი გაიმართა

მასალების გადაბეჭდვის წესი