მსოფლიოში 19 აპრილის დილის მონაცემებით კორონავირუსის 2,330,406 შემთხვევა დასტურდება, საიდანაც 160,925 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, პარალელურად – 598,365 პირი კი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით, Covid 19 ყველაზე მეტად აშშ-ში გავრცელდა – აქ ჯამში 735,242 შემთხვევა დასურდება, მეორე ადგილზე ესპანეთია 194,416 შემთხვევით, მესამეზე კი იტალია, სადაც კორონავირუსი 175,925 ადამიანს დაუდასტურდა.
რაც შეეხება საქართველოს, მთავრობის ოფიციალურ სატზე – stopcov.ge-ზე, სადაც ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ქვეყნდება, 19 აპრილის მონაცემები ჯერჯერობით [11:07 საათი] არ განახლებულა.
18 აპრილის საღამოს მონაცემების თანახმად კი, საქართველოში კორონავირუსის 388 შემთხვევა დასტუდება. აქედან გარდაიცვალა 4, ხოლო გამოჯანმრთელდა 86.