საქართველოში 19 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 394 შემთხევა დაფიქსირდა, აქედან გარიდაცვალა 4, ხოლო გამოჯანმრთელდა 86.
ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ქვეყანაში 304 აქტიური პაციენტია ანუ ის პირი, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა და რომელიც ახლა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობს.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5094 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 547.
