ახალი ამბები

მე-4 პაციენტი დაიღუპა კორონავირუსით

18 აპრილი, 2020 • 2463
მე-4 პაციენტი დაიღუპა კორონავირუსით

საქართველოში კორონავირუსით დღეს, 18 აპრილს, მე-4 პაციენტი დაიღუპა. ბათუმის კლინიკა “მედალფას” წარმომადგენლის თქმით, პაციენტი უკავშირდებოდა ე.წ. ქობულეთის კლასტერს, ის იყო 70 წელს ზემოთ და აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები.

აღნიშნული პაციენტი ბათუმის კლინიკაში 8 აპრილს შეიყვანეს.

18 აპრილის 23:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 388 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან გამოჯანმრთელდა 86, გარდაიცვალა – 4.

მასალების გადაბეჭდვის წესი