შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 321 ახალი ფაქტი გამოვლინდა. აქედან 85 მოქალაქე 17 აპრილის საღამოს 9 საათიდან, 18 აპრილის დილის 6 საათამდე, კომენდანტის საათის დროს დაჯარიმდა.
გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 140 მოქალაქე დააჯარიმეს. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კი 96 ადამიანი დაჯარიმდა.
საგანგებო მდგომარეობის დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით ფიზიკურ პირზე 3 ათასი ლარი, ხოლო იურიდიულ პირზე 15 ათასი ლარის ჯარიმაა გათვალისწინებული.