ახალი ამბები

3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – რატიანი

18 აპრილი, 2020 • 1361
3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – რატიანი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის თქმით კლინიკაში მოთავსებული 88 ინფიცირებული პაციენტიდან რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 9 პაციენტი, ხოლო 3 კრიტიკული პაციენტის მდგოამრეობა მძიმეა. რატიანის განმარტებით კლინიკას დღეს ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს. ამის შესახებ რატიანმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

“88 არის ინფიცირებული შემთხვევა. ერთ პაციენტთან პროტოკოლის გათვალისწინებით ორივე შედეგი უარყოფითი მოგვივიდა და ის ეწერება კლინიკიდან. რეანიმაციულ განყოფილებაში ამ ეტაპზე გვყავს 9 პაციენტი, აქედან 6 მართვით სუნთქვაზეა, 3 ნაზალურ სიპაპზეა. 3 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დანარჩენ პაციენტებს, რომლებიც ჩვენს კლინიკაში მკურანლობენ ჩატარებული კვლევის შედეგად დაახლოებით 15-თან დაფიქსირდა დადებითი კლინიკა კომპიუტერული კვლევებით და გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში, ნაცხის პასუხებს ველოდებით და ხვალ სავარაუდოდ ეს პაციენტები დატოვებენ კლინიკას”,- განაცხადა რატიანმა.

საქართველოში 18 აპრილის, 13:20 საათის მონაცემებით ამ დრომდე კორონავირუსის 385 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი და გარდაიცვალა 3. ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული 298 ადამიანია.

კარანტინის რეჟიმში იმყოდება 4 971 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 519 ადამიანია მოთავსებული. გარდა ამისა, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი