ნეტგაზეთი | ბერლინი-თბილისის რეისზე ბილეთების რეალიზაციისას საეჭვო შესყიდვის მცდელობა დაფიქსირდა – საგარეო უწყება ბერლინი-თბილისის რეისზე ბილეთების რეალიზაციისას საეჭვო შესყიდვის მცდელობა დაფიქსირდა – საგარეო უწყება – Netgazeti
RU | GE  

ბერლინი-თბილისის რეისზე ბილეთების რეალიზაციისას საეჭვო შესყიდვის მცდელობა დაფიქსირდა – საგარეო უწყება

ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისმა” 12 აპრილის ბერლინი-თბილისის რეისზე ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის პროცესში საეჭვო შესყიდვის მცდელობის ფაქტი დააფიქსირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“კომპანიის ვარაუდოთ მოქალაქემ, რომელიც კომპანიის პირველადი მოკვლევის თანახმად, იმყოფებოდა საქართველოში, სცადა ერთდროულად რამდენიმე ბილეთის შესყიდვა, დიდი ალბათობით მომხმარებლისთვის დამატებითი გასამრჯელოს სანაცვლოდ მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

კომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ინფორმაციით მან მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი. როგორც კომპანიაში „ჯორჯიან ეარვეის“ განმარტავენ, ერთი ადამიანის მიერ შესყიდული ბილეთის გადაყიდვა შეუძლებელია. კომპანია მზად არის ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან შემთხვევის შემდგომი გამოძიების მიზნით”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანას სპეცრეისებით უზრუნვეყოფს, მგზავრობის ბილეთის ფასი კი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 აპრილის მონაცემებით, სამშობლოში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 6 435 მოქალაქეა ჩამოყვანილი. ყველა მათგანი ქვეყანში ჩამოსვლისთანავე სპეციალურად გამზადებულ საკარანტინო სივრცეებში გადაჰყავთ, სადაც ისინი 14 დღის განმავლობაში რჩებიან.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი