ახალი ამბები

საქართველოში დღეს წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ – საგარეო უწყება

18 აპრილი, 2020 •
საქართველოში დღეს წმინდა ცეცხლს ჩამოიტანენ – საგარეო უწყება

ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით დღეს, 18 აპრილს შესრულდება სპეცრეისი, რომლის საშუალებითაც ქვეყანაში “წმინდა ცეცხლს” ჩამოიტანენ. საქართველოს ელჩი “წმინდა ცეცხლს” უშუალოდ გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს, რომლებიც თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვებიან. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, აღნიშნული სპეცრეისით ქვეყანაში ჩამოვლენ საქართველოს მოქალაქეები ისრაელიდან და აშშ-დან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 18 აპრილის მონაცემებით, სამშობლოში სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს 6 435 მოქალაქეა ჩამოყვანილი. ყველა მათგანი ქვეყანში ჩამოსვლისთანავე სპეციალურად გამზადებულ საკარანტინო სივრცეებში გადაჰყავთ, სადაც ისინი 14 დღის განმავლობაში რჩებიან.

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი 199 ევროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი