ახალი ამბები

ფეისბუკი კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ რეაქციებს ამატებს

18 აპრილი, 2020 • 1944
ფეისბუკი კორონავირუსთან დაკავშირებით ახალ რეაქციებს ამატებს

ფეისბუკი ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელებას ახალი ფეისბუკ ემოციით ეხმაურება და “მზრუნველი მოწონების” სიმბოლოს ამატებს. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის ევროპის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის კომუნიკაციების მენეჯერი, ალექსანდრუ ვოიკა საკუთარ ტვიტერის გვერდზე ავრცელებს.

“ჩვენ მომავალ კვირას ფეისბუკსა და მესენჯერში ჩავუშვებთ ახალ “მზრუნველობის რეაქციას”, რათა ადამიანებმა ერთმანეთისთვის საკუთარი მხარდაჭერის გამოხატვა შეძლონ ამ უპრეცედენტო დროს”, – წერს ვოიკა საკუთარი ტვიტერის გვერდზე.

ვოიკას ინფორმაციით ახალი რეაქცია დაემატება ასევე მესენჯერშიც, რომელსაც მფეთქავი გულის ფორმა ექნება, რათა ადამიანებმა საკუთარი სიყვარული და ზრუნვა დამატებითი გზებით გამოხატონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი