“ეს პროცესი არ არის ნორმალური, ნამდვილად. გასაგებია, როდესაც ეს სფფ-ის არჩევნებს ეხება, ყოველთვის დიდი ინტერესია. საქრთველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ და ვფიქრობ, გასაგებია ეს ყველაფერი, რაც ხდება.”
როგორც კალაძე ამბობს, ის არც ერთ მხარეს არ ლობირებს და არ შეიძლება, რომ სფფ-ში ოპონენტები ჰყავდეს.
მედიის კითხვაზე, რა სტატუსით იმყოფება დღეს სასტუმრო Holiday Inn-ში არჩევნების დღეს, პასუხობს:
“აქ მე შევხვდი ბატონ სურკისს [უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრი], რომლთანაც ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს.”
რაც შეეხება ერთ-ერთი დელეგატის გეგა გობეჯიშვილის დაკავების ფაქტს, კალაძე ამბობს, რომ კომენტარის გაკეთება ამ საკითხზე უჭირს.
“დელეგატის დაკავებაზე მე გამიჭირდება კომენტარის გაკეთება. ადამიანი, ვინც აშავებს და ნარკოტიკებს მოიხმარს, არ ნიშნავს იმას, თუ არის სფფ-ის დელეგატი, სამრთალდამცავებს აქვთ უფლება, მოიქცნენ კანონის ფარგლებში. ისინი მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და სასამართლომ გამოიტანა განაჩენი.”
