ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ხურვალეთელი კაცის თქმით, რუსმა სამხედროებმა მისი შვილიშვილი და რძალი გაიტაცეს

18 აპრილი, 2020 • 2288
ხურვალეთელი კაცის თქმით, რუსმა სამხედროებმა მისი შვილიშვილი და რძალი გაიტაცეს

ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 87 წლის დათა ვანიშვილი “ამერიკის ხმას” ეუბნება, რომ ცხინვალელმა სამხედროებმა მისი შვილიშვილი და შვილიშვილის ცოლი სახლიდან გაიტაცეს.

ვანიშვილის ინფორმაციით, სამხედროებმა ახალგაზრდები სხვადასხვა დღეს წაიყვანეს.

“მოვიდნენ სახლში და თქვეს, ქართველს აქ რა უნდაო და წაიყვანეს”, – უყვება ამერიკის ხმას დათა ვანიშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მომხდარ შესაძლო ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება.

ბოლო დღეებში საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა გამყოფი ბარიერების მონტაჟი კიდევ ერთხელ დაიწყეს, რასაც უკვე გამოეხმაურა როგორც აშშ-ის საელჩო, ისე – ევროკავშირის ელჩი საქართველოში. მათ მოუწოდეს რუსეთისა და ცხინვალის წარმომადგენლებს, შეაჩერონ “ბორდერიზაცია” და ნუ გამოიწვევენ ვითარების ესკალაციას.

ფოტოზე: დათა ვანიშვილი/ამერიკის ხმა

მასალების გადაბეჭდვის წესი