ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას – აშშ-ის საელჩო “ბორდერიზაციაზე”

17 აპრილი, 2020 • 1689
ვგმობთ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას – აშშ-ის საელჩო “ბორდერიზაციაზე”

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თქმით, აშშ ღრმად შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მართულმა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაახლეს აგრესიული „ბორდერიზაცია” რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე, სოფელ ტახტისძირთან.

“ჩვენ ვგმობთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ამწვავებს დაძაბულობას და ხელს უშლის დაზარალებული მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე მიმართულ გადაუდებელ ძალისხმევას, განსაკუთრებით აღდგომის შაბათ-კვირას და გლობალური პანდემიის კრიზისის ფონზე.

ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს ნებისმიერი კონსტრუქციის, ნიშნის, ღობისა თუ ბარიერის აღმართვა, რაც ემსახურება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის უკანონო „ბორდერიზაციის” განმტკიცებასა თუ გაფართოებას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფა”, – აცხადებს აშშ-ის საელჩო.

ტახტისძირის მიმდებარედ ოკუპანტებმა უკანონო “ბორდერიზაცია” განახორციელეს – სუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი