ახალი ამბები

ახალი ზელანდია 43:10 საქართველო – გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

3 ოქტომბერი, 2015 •
ახალი ზელანდია 43:10 საქართველო – გორგოძე მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა

საქართველოს ნაკრებმა “შავებთან” ერთი ლელოს დადება მოახერხეს. როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური ვებ-გვერდი წერს, ბექა წიკლაურმა ახალზელანდიელებთან მატჩში ისტორიული ლელო დადო.


საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გაკვირვება ვერ დამალა, როდესაც მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. Rugby World Cup-ის ცნობით, მას თავიდან გაუჭირდა იმის დაჯერება, რომ დღევანდელი თამაშის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.


“მამუკა გორგოძე აცნობიერებს, რომ ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე და სავარაუდოდ ყველაზე პოპულარული ადამიანია სტადიონზე,” – წერს RWC.


საქართველოსთან ბონუსქულით მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ახალი ზელანდია პირველი გუნდი გახდა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა.


რაგბის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, საქართველოს ნაკრებმა ახალზელანდიელებს სერიოზული გამოცდა მოუწყო. მიუხედავად ამისა, დღევანდელ მატჩში “შავების” მოთამაშე ჟულიან სავეამ 3 ლელოს დადება მოახერხა და მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდი დაამყარა.


დღევანდელი მარცხის შემდეგ ბორჯღალოსნები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ, თუმცა მეოთხედფინალში გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ. ჯგუფში 14 ქულით ახალი ზელანდია ლიდერობს, მეორეზე 7 ქულით ტონგას ნაკრებია, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პირველ შეხვედრაში დაამარცხა. C ჯგუფში მესამე ადგილს არგენტინა იკავებს. არგენტინელებმა საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრაში დიდი ანგარიშით 54:9 დაამარცხეს. ჯგუფში ბოლო ადგილზე ნამიბიის მორაგბეთა ნაკრებია. ბორჯღალოსნები უკანასკნელ შეხვედრას სწორედ ჯგუფის აუტსაიდერთან გამართავენ.


მასალების გადაბეჭდვის წესი