ყოფილი ფეხბურთელი და პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში დელეგატები ჰყავთ ჩაკეტილი.
სფფ-ის ახალი პრეზიდენტის არჩევამდე ცოტა ხნით ადრე დაპირისპირება მოხდა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში”. ლევან კობიაშვილი აცხადებს, რომ სასტუმროს ერთ-ერთ ოთახში დელეგატები ჰყავთ ჩაკეტილი.
Posted by netgazeti.ge on Saturday, October 3, 2015
ადგილზე იმყოფება პრეზიდენრობის სამივე კანდიდატი: ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია. სასტუმროში, ასევე, იმყოფებიან UEFA-ს დამკვირვებლები, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ქართული ფეხბურთის ვეტერანები.
Holliday Inn-თან ლევან კობიაშვილის ასობით მხარდამჭერია შეკრებილი.