ახალი ამბები

სოკარმა პურის ქარხნებსა და საცხობებს ორი თვით ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა – სამინისტრო

17 აპრილი, 2020 • 1292
სოკარმა პურის ქარხნებსა და საცხობებს ორი თვით ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა – სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ “სოკარს” მადლობა გადაუხადა პურის ქარხნებისა და საცხობებისთვის გაზის ტარიფის შემცირების გამო.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “სოკარ ჯორჯია გაზმა” სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინა და მის ქსელში ჩართულ პურის ქარხნებსა და საცხობებს გაზის სამომხმარებლო ტარიფი 10 თეთრით შეუმცირა. შესაბამისად, ეს ობიექტები სადისტრიბუციო კომპანიას მიმდინარე წლის აპრილსა და მაისში 1 კუბურ მეტრ გაზში 86 თეთრის ნაცვლად 76 თეთრს გადაუხდიან.

თურნავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პურის ქარხნებსა და საცხობებს მისცემს შესაძლებლობას, შეინარჩუნონ პურის ფასი, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია. “სოკარ ჯორჯია გაზი” გაზს საქართველოს სხვადასხვა რეგიონს აწვდის.

მასალების გადაბეჭდვის წესი