ახალი ამბები

„ვისოლი“, “სმარტი”და “დანკინ დონატსი” წამახალისებელ აქციას იწყებენ

2 ოქტომბერი, 2015 •
„ვისოლი“, “სმარტი”და  “დანკინ დონატსი” წამახალისებელ აქციას იწყებენ

 აქცია თბილისში, გორსა და წყნეთში არსებულ „ვისოლისა“ და „სმარტის“ ქსელში ვრცელდება და ერთგულებისათვის მომხმარებლის წახალისებას ისახავს მიზნად.

 

“„ვისოლ ჯგუფისთვის“ საამაყოა ის, რომ ყოველდღიურად 120 000-ზე მეტი ადამიანი „ენდობა ხარისხს“,  რომელსაც „ვისოლი“, „სმარტი“ და „დანკინ დონატსი“ ქმნიან.  შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებიც ყოველდღიურად „ვისოლის“ მიერ შეთავაზებული „ეკოს“ უმაღლესი ხარისხით საწვავით  მგზავრობენ, გრძნობენ „ხარისხს დეტალებში“ სუპერმარკეტების ქსელ „სმარტში“ და “დანკინ დონატსის” ხშირი სტუმრები არიან.  გვსურს თითოეული მათგანი წავახალისოთ და გემრიელი საჩუქარი გადავცეთ ერთგულებისათვის”,- აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

 

„ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართი ქსელი აქვს საქართველოში და ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს მომხმარებელს. 2014 წლის თებერვლიდან „ეკოს“ უმაღლესი ხარისხის საწვავი ექსკლუზიურად მხოლოდ „ვისოლის“ ქსელში იყიდება. „ვისოლი“ ინოვატორია საქართველოს ნავთობსექტორში და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია.

 

„ვისოლ ჯგუფმა“ სუპერმარკეტების ქსელის „სმარტის“ განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის“  სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, საბურთალოზე, წყნეთში, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ბათუმში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.

 

 

„დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.  „დანკინ დონატსის“ რესტორნებში უგემრიელესი დონატსების გარდა, მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები,  უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები.

მასალების გადაბეჭდვის წესი