17 აპრილის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 370-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 34 ახალი შემთხვევაა რეგისტრირებული.
77-მდე გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც, გარდაცვლილია 3 პირი, კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 ათასზე მეტი პირი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 558.