ახალი ამბები

სავალდებული ხდება დახურულ სივრცეში პირბადის ტარება – მთავრობა

16 აპრილი, 2020 • 3810
სავალდებული ხდება დახურულ სივრცეში პირბადის ტარება – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ახალი გადაწყვეტილებით, 17 აპრილიდან აუცილებელი ხდება დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება.

ეს გადაწვეტილება პრემიერის პრესპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა გამოაცხადა. ვალდებულების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იურიდიულ პირებს — ჯარიმა 15000 ლარია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითვე, 17 აპრილის 12:00 საათიდან სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

ამასთან, 17 აპრილიდანვე იზღუდება სასაფლაოებზე შესვლა.

17 აპრილიდან სრულად იკრძალება მანქანით გადაადგილება

17 აპრილიდან იზღუდება სასაფლაოებზე შესვლა – მთავრობა

მასალების გადაბეჭდვის წესი