ახალი ამბები

17 აპრილიდან იზღუდება სასაფლაოებზე შესვლა – მთავრობა

16 აპრილი, 2020 • 1156
17 აპრილიდან იზღუდება სასაფლაოებზე შესვლა – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ხვალიდან, 17 აპრილიდან, იზღუდება სასაფლაოებზე შესვლა. ამის შესახებ პრემიერის სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

ჩიქოვანმა განმარტა, რომ ხვალიდან იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, გარდა, ე.წ. დილივერის ანუ პროდუქტების მიმტანი სერვისისა და დისტრიბუცისაა, ხოლო დახურულ სივრცეებში პირბადეები სავალდებულო ხდება. ასევე:

„ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით“.

ჩიქოვანმა თქვა, რომ ნებისმიერმა მოქალაქემ და ინსტიტუციამ, მათ შორის, რელიგიურმა, უნდა დაიცვას სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და ნორმები, წინააღმდეგ შემთხვევაში სრული კარანტინი გამოცხადდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი