ნეტგაზეთი | ანაზღაურება ზარალისთანავე – ალდაგის ახალი აგროდაზღვევა ანაზღაურება ზარალისთანავე – ალდაგის ახალი აგროდაზღვევა – Netgazeti
RU | GE  

ანაზღაურება ზარალისთანავე – ალდაგის ახალი აგროდაზღვევა

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ალდაგი მომხმარებელს განახლებულ აგროდაზღვევას სთავაზობს.

ალდაგის ახალი აგროდაზღვევა ნებისმიერი კულტურის შემთხვევაში, ზარალის ანაზღაურებას მისი დადგომიდან უმოკლეს დროში ითვალისწინებს – ეს არის უპირატესობა, რომელსაც სახელმწიფო პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებიდან დაზღვეულებს მხოლოდ ალდაგი სთავაზობს.

განახლებული აგროდაზღვევა მაქსიმალურად მორგებულია ფერმერის საჭიროებებზე და დაზღვეულებს სთავაზობს სამწლიან სადაზღვევო პოლისს, რიმელიც გადახდის მოქნილ გრაფიკს ითვალისწინებს.

აგროდაზღვევის სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით, მეწარმე ვაზის დაზღვევისას სადაზღვევო თანხის 50%-ს, ხოლო სხვა ნებისმიერი კულტურის შემთხვევაში – მხოლოდ 30%-ს იხდის.

აგროდაზღვევის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება კულტურების დაზღვევა ისეთი რისკებისგან, როგორიც არის: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი, ხოლო მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის ამ რისკებს ემატება საშემოდგომო ყინვა.

აგროდაზღვევის პროექტს სახელმწიფო კერძო სადაზღვევო კომპანიებთან ერთად 2014 წლიდან ახორციელებს და მიზნად ისახავს აგროსექტორში სადაზღვევო ბაზრის განვითარებას, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობას, აგროსფეროში მოღვაწე პირების შემოსავლის შენარჩუნებას და რისკების შემცირებას.

პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო კომპანია ალდაგის მიერ მოსავლის დაზღვევაში ანაზღაურებული ზარალი 15 მილიონ ლარს აღემატება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი