საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 198 პირი დააჯარიმა.
მათ შორის, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო მთელი ქვეყნის მასშტაბით 90 მოქალაქე დააჯარიმა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, 91 მოქალაქეს დააკისრა ჯარიმა.
სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის უკანასნელ 24 საათში 17 პირი დააჯარიმეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები და აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.