ახალი ამბები

COVID-19-ის 3388 შემთხვევა 24 საათში – რუსეთის ანტირეკორდი

15 აპრილი, 2020 • 1955
COVID-19-ის 3388 შემთხვევა 24 საათში – რუსეთის ანტირეკორდი

რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით დაავადების დადასტურებული შემთხვევები, ოფიციალური მონაცემების თანახმად, 3388-ით გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

აქამდე რუსეთში დღიურად 3000-ზე მეტი შემთხვევა არ ყოფილა.

მთლიანობაში, რუსეთში, ვებ-გვერდზე მოცემული მონაცემების თანახმად, დადასტურდა კორონავირუსით დაავადების 24 490 შემთხვევა. აქედან გამოჯანმრთელდა 1986, ხოლო გარდაიცვალა – 198. გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში 1,5 მილიონ ტესტზე მეტი ჩატარდა.

კორონავირუსი რუსეთის მასშტაბით ყველაზე მეტად გავრცელებულია დედაქალაქ მოსკოვში. მოსკოვში ამჟამად მოქმედებს საშვების რეჟიმი, რომელთა გარეშეც სახლიდან გასვლა არ შეიძლება, დაკეტილია სასაფლაოები, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ კი მოუწოდა მრევლს, ეკლესიაში არ მისულიყვნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი