დღეისათვის საქართველოში სამედიცინო პერსონალის 10 წარმომადგენელია ინფიცირებული COVID-19-ით. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაავადებულ პერსონალს შორის არიან სასწრაფო სამედიცინო სამსახურის, კლინიკებისა და ამბულატორიების თანამშრომლები.

მან მოუწოდა კოლეგა ექიმებს, გაეცნონ NCDC-ის გაიდლაინებსა და რჩევებს ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით, რომელიც ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ამავდროულად, დააანონსა, რომ ამ საკითხებზე ცენტრის თანამშრომლები ონლაინ კონფერეცნიებსაც მოაწყობენ.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა ამჟამად ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 296
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 69
  • მათ შორის გარდაცვლილი – 3
  • კარანტინის რეჟიმში – 4856
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 458
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3

ამავე თემაზე

რა უნდა გააკეთონ კერძო კლინიკებმა კორონავირუსის გავრცელებისგან თავის დასაცავად