ახალი ამბები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხაჩიძის კანონპროექტს მარიხუანის მოხმარებაზე მხარი დაუჭირა

29 სექტემბერი, 2015 •
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ხაჩიძის კანონპროექტს მარიხუანის მოხმარებაზე მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც დღეს, 29 სექტემბერს ჩატარდა, მხარი დაუჭირა 9 დეპუტატმა.

 

კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძემ სხდომაზე განაცხადა, რომ მარიხუანის განმეორებით გამოყენება დარჩება სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევად, თუმცა ამ შემთხევაში სანქციად პატიმრობა არ იქნება შეფარდებული.

 

მოქმედი კანომდებლობით, მარიხუანის განმეორებით მოხმარებაზე დაწესებულია ფულადი ჯარიმა, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ან თავისუფლების აღკვეთა.

 

გოგა ხაჩიძის ინიცირებული კანონპროექტის თანახმად, საუბარია სისხლის სამართლის კოდექსის 273–ე მუხლის დეკრიმინალიზაციაზე. კერძოდ, ხაჩიძის კანონპრექტით, ამ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე, მცირე რაოდენობით, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას მისი განმეორების შემთხვევაშიც.

მარიხუანა
მარიხუანა

მასალების გადაბეჭდვის წესი