ახალი ამბები

პრემიერი: მსოფლიო ბანკის კვლევამ ხელისუფლების ოპონენტთა ბრალდებებს პასუხი გასცა

28 სექტემბერი, 2015 • • 1277
პრემიერი: მსოფლიო ბანკის კვლევამ ხელისუფლების ოპონენტთა ბრალდებებს პასუხი გასცა

“ეს არის პასუხი ყველა იმ სკეპტიკოსზე, ყველა იმ ოპონენტზე, რომლებიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გვაკრიტიკებდნენ 3 წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი, რომელიც ობიექტურად შეფასდა. ეს არის ჩვენი მთავრობის დამსახურება, რომელმაც ამ მეტად მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მე ვულოცავ ჩვენს მთავრობას და ჩვენს ქვეყანას, რადგან ეს არის მკაფიო მესიჯი მთელი მსოფლიოსთვის, თუ როგორ ქვეყანას ვაშენებთ ჩვენ,”-აღნიშნა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს რეფორმებს და ქვეყნის სტაბილურ განვითარებას.

 

მსოფლიო ბანკის 2014 წლის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს მთავრობის მუშაობის ეფექტიანობა, კორუფციის დონე, გამჭვირვალობა, კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლების კუთხით არსებული გარემო გაუმჯობესდა.

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი