ახალი ამბები

კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა

14 აპრილი, 2020 • 1780
კორონავირუსი სასულიერო პირს დაუდასტურდა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, გუშინ, 13 აპრილს მათ კლინიკაში სასულიერო პირი მოათავსეს ოჯახის წევრებთან ერთად. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“დადასტურებულია კოვიდ-19-ის დიაგნოზი, გამოვლენილია მშრალი ხველა და ტემპერატურის მაღალი მაჩვენებელი. სასულიერო პირი გუშინ შემოიყვანეს კლინიკაში. ოჯახის სულ სამი წევრია მოთავსებული, მაგრამ რომელს რომლისგან გადაედო, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არ არის საფუძვლიანი”, – განმარტა სოლოღაშვილმა 14 აპრილს.

“ნეტგაზეთი” ინფორმაციის გადასამოწმებლად საპატრიარქოს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ აღნიშნულმა მღვდელმა სხვა სასულიერო პირებთან ერთად იმსახურა რამდენიმე დღის წინ.

14 აპრილის დილის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირებულტა რაოდენობა წინა საღამოს შემდეგ 24-ით გაიზარდა და ახლა 296 დადასტურებული შემთხვევაა.

ამავე თემაზე

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

მასალების გადაბეჭდვის წესი