ახალი ამბები

კორონავირუსი: დღეს კლინიკაში 9 თვის ბავშვი უნდა შემოვიდეს – ენდელაძე

13 აპრილი, 2020 • 743
კორონავირუსი: დღეს კლინიკაში 9 თვის ბავშვი უნდა შემოვიდეს – ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კლინიკაში დღეს 9 თვის ბავშვს ელოდებიან.

ენდელაძის თქმით, ჯერჯერობით უცნობია ბავშვის ინფიცირების წყარო და მისი მდგომარეობა.

„ველოდებით დღეს ღამე 9 თვის ბავშვი უნდა შემოვიდეს, მეჩვენება, რომ განსაკუთრებით მძიმე ბავშვები მაინც ჩვენთან ხვდებიან. თუმცა, ამით, სხვა კლინიკებს არ ვაკნინებ.

ჩვენთან ეს ბავშვები ისედაც თავსდებიან. ზოგადად 4 ბავშვი გვიწევს, აქედან ორი არის 3 წლის, ერთი არის 8 წლის, ერთი – 10. მდგომარეობა სტაბილურია, ცვლილებები მოსალოდნელია, მაგრამ ყველა საიმედოა, ყველაფერი კარგად იქნება,“ – ამბობს ენდელაძე.

საქართველოში 13 აპრილის საღამოს მონაცემებით კორონავირუსის 272 შემთხვევა დასტუდება. 272 პაციენტიდან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 201 აქტიური პაციენტია ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდგინდა და ვინც ახლა რომელიმე კლინიკაში მკურნალობს.

ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4890 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი