საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 272-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ოფიციალური მონაცემებით დღეს კიდევ 6 ახალი პაციენტი დაემატა. დღეს დილით ეს მონაცემი 266 შემთხვევას უტოლდებოდა.
272 პაციენტიდან 68 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 201 აქტიური პაციენტია ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდგინდა და ვინც ახლა რომელიმე კლინიკაში მკურნალობს.
ამასთანავე, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4890 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ 3 მოქალაქეა გადმოყვანილი.