ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღის განმავლობაში კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პირი გამოჯანმრთელდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 68.
ეზუგბაია ჟურნალისტებთან ამბობს, რომ დღის ბოლომდე 11 პაციენტის პასუხს ელოდებიან, თუმცა ამ დროისთვის შემთხვევათა ოდენობა არ გაზრდილა.
მარინა ეზუგბაიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჯერ [19:58 საათი] არ ასახულა მთავრობის ოფიციალურ საიტზე – stopcov.ge-ზე. ვებგვერდის ცნობით, საქართველოში კორონავირუსის 266 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გამოჯანმრთელდა – 67.
ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამჟამად 196 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობას გადის.