საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მისიები მოიცავს შემდეგ ოთხ მიმართულებას: მიგრაცია, თავშესაფრის პოლიტიკა, ტრეფიკინგი და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.
როგორც საქართველოს საგარეო სამინისტროში აცხადებენ, ექსპერტთა შეხვედრები ძირითადად გაიმართება საქართველოს იუსტიციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა, შინაგან საქმეთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, საგარეო საქმეთა სამინისტროებში და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში სხვა კომპეტენტური უწყებების მონაწილეობით.
საქართველოს საგარეო სამინისტროს ცნობით, ექსპერტთა შემფასებელი მისიების შედეგების საფუძველზე ევროკომისია მოამზადებს მე-4 ანგარიშს აღნიშნულ სფეროებში საქართველოს მიერ განხორციელებული პროგრესის თაობაზე, რომელიც სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე გამოქვეყნდება.

