ახალი ამბები

ხაშურში, სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

13 აპრილი, 2020 • 1098
ხაშურში, სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ დღევანდელ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღო.

საგანგებო მდგომარეობით დადგენილი შეზღუდვების გარდა, სოფელში იკრძალება შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები. მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, თუ სჭირდებათ პროდუქტის, მედიკამენტების შეძენა, ან სამედიცინო მომსახურების მიღება.

„ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, განახორციელოს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, სოფელ ხიდისყურში საკარანტინო რეჟიმის პირობებში, მუშაობის უფლება მიეცემა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს“, – ნათქვამია მთავრობის გადაწყვეტილებაში.

საქართველოში ამჟამად კორონავირუსის 266 შემთხევევა დასტურდება, აქედან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ამჟამად 196 აქტიური პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა მკურნალობას გადის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი