ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა ბარსელონაში

13 აპრილი, 2020 •
საქართველოს მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა ბარსელონაში

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის თქმით, ბარსელონაში საქართველოს ერთი მოქალაქე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“გარდაიცვალა ჩვენი მოქალაქე ბარსელონაში, 1965 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც გახლდათ ონკოპაციენტი და მას ჰქონდა გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა ონკოლოგიური დაავადების გამო. ამას დაემატა კორონავირუსი. სამწუხაროდ, ის გარდაიცვალა. საქართველოს საელჩო ბარსელონაში მის ოჯახთან მუდმივ კავშირზეა და, ბუნებრივია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დაკრძალვის პროცედურები, რაც არის გათვალისწინებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროტოკოლით, იყოს დაცული და ოჯახთან შეთანხმებით დაიკრძალება”, – განაცხადა ზალკალიანმა.

13 აპრილის 15:30 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 266 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 67, ხოლო გარდაიცვალა 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 4 890 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439 პირი. ასევე, Stopcov.gov.ge-ს მონაცემებით უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქარველოს 3 მოქალაქე.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსმა საზღვარგარეთ საქართველოს 9 მოქალაქე იმსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი