ახალი ამბები

საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად რეისები მადრიდიდან და პრაღიდანაც დაინიშნება

13 აპრილი, 2020 • 666
საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად რეისები მადრიდიდან და პრაღიდანაც დაინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად კიდევ ორი დამატებითი რეისი განხორციელდება. საქართველოს მოქალაქეებს 30 აპრილს მადრიდიდან, ხოლო 2 მაისს პრაღიდან შეეძლებათ სამშობლოში დაბრუნდება.

დავით ზალკალიანის თქმით, მთავრობა კვლავ იმავე კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს, როგორც აქამდე. კერძოდ, პრიორიტეტი მიენიჭებათ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობდნენ უკან დასაბრუნებელ ბილეთს, მაგრამ შეზღუდვების გამო ვეღარ შეძლეს, ასევე მათ, ვისაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომაროება აქვთ, ორსულებს, ხანდაზმულებს, ოჯახებს მცირეწლოვანი ბავშვებით, სტუდენტებს, რომლებსაც სტიპენდია შეუწყდათ, მათ, ვინც თავშესაფრის და პირველადი საჭიროებების გარეშე დარჩა და ის, ვინც დაბრუნებას საკუთარი ან საქართველოში ჩამოსაყვანად შეძენილი ავოტმობილით გეგმავდა გადაადგილებას, სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გამო კი ამას ვეღარ ახერხებენ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, სამინისტრომ  5 540 მოქალაქე ორგანიზებულად დაბრუნდა სამშობლოში. ამასთან ერთად, საქართველოს საელჩოებმა და საკონსულოებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს საქართველოს 4 051 მოქალაქეს.

რაც შეეხება რეისების განრიგს, 14 აპრილს განხორციელდება თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულება, 16 აპრილს- თბილისი-პარიზი-თბილისი, 18 აპრილს- თბილისი-თელავივი-თბილისი, 21 აპრილს- თბილისი-რომი-თბილისი, 24 აპრილს- თბილისი-ბარსელონა-თბილისი, 27 აპრილს კი- თბილისი-ვარშავა-თბილისი.

რეისებს მთავრობასთან შეთანხმებით Georgian Airways ახორციელებს და ბილეთის ფასი, მთავრობის გადაწყვეტილებით 200 ევროს არ უნდა აჭარბებდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი