ახალი ამბები

სავარაუდოდ, მაისიდან შევძლებთ ზომების ეტაპობრივად მოხსნას – თალაკვაძე

13 აპრილი, 2020 • 1653
სავარაუდოდ, მაისიდან შევძლებთ ზომების ეტაპობრივად მოხსნას – თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის აზრით, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინების შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული შეზღუდვების ეტაპობივი მოხსნა მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე არის გამოცხადებული.

“თუ ჩვენ უგულებელვყობთ წესებს და რეკომენდაციებს, თუ ჩვენ არ დავეხმარებით ჩვენი ჯანდაცვის სისტემას, ყველასთვის ნათელია, რომ გარდაუვალი იქნება გავრცელების მაღალი პიკი, რაც შემდეგ დარტყმის ქვეშ დააყენებს ჩვენი ჯანდაცვის სისტემას. რაც უფრო მეტად დავიცავთ წესებს, რაც უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებთ უსაფრთხოებისთვის დადგენილ შეზღუდვებზე, მით უფრო მალე დავუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს. თუ ეს პირობები შესრულდება განუხრელად და ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სამსახურებს, რომ ეფექტურად იყოს მართული ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპიც, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ სავარაუდოდ, მაისიდან უკვე დავიწყოთ ზომების ეტაპობრივად მოხსნა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი