ახალი ამბები

ოზურგეთში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

13 აპრილი, 2020
ოზურგეთში ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ოზურგეთის სოფელ დვაბზუში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარს  შუახნის კაცი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების თქმით, 112-ზე შეტყობინების შესვლის შემდეგ ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ეკიდა, დაახლოებით 140 კვ/მ ფართობზე.

ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა საცხოვრებელ სახლში, პირველ სართულზე შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე -2 ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი