ახალი ამბები

პოლიტპატიმრები გარეთ ან არავითარი შეთანხმება – დეკანოიძე ოქრუაშვილის განაჩენზე

13 აპრილი, 2020 • 1497
პოლიტპატიმრები გარეთ ან არავითარი შეთანხმება – დეკანოიძე ოქრუაშვილის განაჩენზე

‘ოქრუაშვილისთვის შეთითხნილ ბრალდებაზე მისჯა არის ივანიშვილის ხელისუფლების ზუსტი სახე – არაფერი ადარდებს და ახლა გადაწყვიტა, რომ ამ მძიმე სიტუაციით ისარგებლოს”, – ასე ეხმაურება ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე 20 ივნისის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვითაც ამ უკანასკნელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება არღვევს ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის ლიდერების განმარტებით, პოლიტპატიმრებს საპატიმროები უნდა დაეტოვებინათ, თავის მხრივ, მმართველი გუნდი ამგვარი პირობის არსებობას უარყოფს.

“შეთანხმების დარღვევა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ რეჟიმის და ოლიგარქიის შინაარსის შეცვლა არ არსებობს. შეცვლის მხოლოდ ერთი გზაა – მისი ხელისუფლებიდან ჩამოცილება.

მოლაპარაკებებზე და შეთანხმებაზე ყოველთვის სკეპტიკური დამოკიდებულება მქონდა – თუმცა პანდემიით სარგებლობა ყველაზე ამაზრზენია, ოლიგარქის სტანდარტითაც კი.

20 ივნისს მეც იქ ვიყავი და ოქრუაშვილს იმაზე მეტი არაფერი ჩაუდენია, რაც მე – ყველა დასაჭერი ვყოფილვართ..

პოლიტპატიმრები გარეთ – ან არავითარი შეთანხმება…”, – წერს ხატია დეკანოიძე ფეისბუკზე გავრცელებულ განცხადებაში.

ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი