ახალი ამბები

14 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა ქობულეთიდანაა – ეზუგბაია

13 აპრილი, 2020 • 1067
14 ახალი შემთხვევიდან უმეტესობა ქობულეთიდანაა – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევებიდან უმეტესობა ქობულეთის კლასტერს ეკუთვნის.

ჟურნალისტებთან ეზუგბაია ამბობს, რომ ბოლო 24 საათში ახალი 14 შემთხვევიდან ერთი მარნეულის კლასტერიდანაა დათბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

“დანარჩენი ამ 14-დან ძირითადად არის აჭარა… რეგიონებია თითქმის, თბილისში 2-3 შემთხვევაა. უმეტესობა ქობულეთის კლასტერია, თუმცა, არის იმერეთიდანაც“, – ამბობს ეზუგბაია.

საქართველოში 13 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 266 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან გამოჯანმრთელდა 67, ხოლო 3 გარდაიცვალა.

ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში 196 აქტიური პაციენტია ანუ ის პირი, ვისაც Covid 19 დაუდგინდა და ვინც ამ დროისთვის რომელიმე კლინიკაში მკურნალობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი