ახალი ამბები

ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს

12 აპრილი, 2020 •
ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი კლინიკიდან გაწერეს, თუმცა ის სამსახურში ჯერ არ დაბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით, ჯონსონი გარკვეული პერიოდი იზოლაციაში იქნება. მას კორონავირუსის დიაგნოზი 10 დღის წინ დაუსვეს. თავდაპირველად, ბრიტანეთის პრემიერი სახლში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც 3 დღე გაატარა, მოგვიანებით კი მკურნალობა თერაპიულ განყოფილებაში განაგრძო.

ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა თავის მკურნალ ექიმებს და მოსახლეობას შინ დარჩენისა და სოციალური დისტანცირებისკენ მოუწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი