ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთიდან კორონავირუსიზე ეჭვით ცოლ-ქმარი გადმოიყვანეს

12 აპრილი, 2020 • 1446
აფხაზეთიდან კორონავირუსიზე ეჭვით ცოლ-ქმარი გადმოიყვანეს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე კორონავირუსზე ეჭვით 2 პირი გადმოიყვანეს.

ქუთაისის კლინიკა “ლჯ და კომპანია – ფილტვისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის” მთავარმა ექიმმა თემურ ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზეთიდან გადმოყვანილი ახალგაზრდა ცოლ-ქმარი სწორედ მათ კლინიკაში მოათავსეს.

ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტები კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს, ინფიცირებული ქალი კი მანამდე აფხაზეთში, ერთ-ერთ კლინიკაში იყო მოთავსებული პნევმონიის დიაგნოზით, თუმცა მათ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის სურვილი გამოთქვეს.

კლინიკის ინფორმაციით, აღნიშნულ პაციენტებს კვლევები ამ ეტაპზე უტარდებათ და შესაბამისად, მოგვიანებით გაირკვევა, არიან თუ არა კორონავირუსით ინფიცირებული.

12 აპრილის მონაცემებით, აფხაზეთიდან დადასტურებული კორონავირუსით 1 პაციენტია გადმოყვანილი, რომელიც ზუგდიდის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს.

შესწორება: ნიუსის თავდაპირევლ ვერსიაში ეწერა, რომ აფხაზეთიდან გადმოყვანილ ცოლ-ქმარს კორონავირუსი ჰქონდა დადასტურებული.

12 აპრილი: ბოლო 24 სთ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 19-ით გაიზარდა

მასალების გადაბეჭდვის წესი