ახალი ამბები

მოსკოვში სააღდგომო მსახურება ეკლესიებში მრევლის გარეშე ჩაივლის | COVID 19

12 აპრილი, 2020 •
მოსკოვში სააღდგომო მსახურება ეკლესიებში მრევლის გარეშე ჩაივლის | COVID 19

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში სააღდგომო მსახურება ეკლესიებში მრევლის გარეშე ჩაივლის და მას დაესწრებიან მხოლოდ სასულიერო პირები და „აუცილებელი თანამშრომლები და მოხალისეები“. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „ტასს“ ავრცელებს.

როგორც „ტასს“ იუწყება, 13-19 აპრილს საეკლესიო მსახურება, მათ შორის, აღდგომის დროს, მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში მრევლის გარეშე ჩაივლის რუსეთის ხელისუფლების მოთხოვნის გამო. გამოცემის ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა მოსკოვის საპატრიარქოს აპარატის ხელმძღვანელმა დიონისემ.

აქამდე, პატრიარქმა კირილმა და მთლიანად რუსეთის ეკლესიამ მოუწოდა მრევლს, ეკლესიაში სიარულისგან თავი შეეკავებინათ და სახლიდან ელოცათ, მათ შორის, აღდგომის დღესასწაულზე.


რუსეთში, 12 აპრილის ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების 15 770 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან ბოლო 24 საათში — 2 186. გარდაცვლილია 130 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1291.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი