ახალი ამბები

სამებაში წირვას ილია მეორეც დაესწრო

12 აპრილი, 2020 •
სამებაში წირვას ილია მეორეც დაესწრო

სამების საკათედრო ტაძარში ბზობის დღესასწაულთა დაკავშირებით დღეს, 12 აპრილს გამართულ წირვას პატრიარქი ილია მეორეც დაესწრო.

სამებაში იყო მისული პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოც. სამების ტაძარში ხალხმრავლობაა. ტაძარში სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე ათეულობით მორწმუნეა განთავსებული.

ბზობის წირვა სამებაში. 12 აპრილი, 2020. ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

ბზობის წირვა სამებაში. 12 აპრილი, 2020. ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

ბზობის წირვა სამებაში. 12 აპრილი, 2020. ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

ბზობის წირვა სამებაში. 12 აპრილი, 2020. ფოტო: ნინო კახიშვილი/ნეტგაზეთი

კოვიდ 19 -ს პანდემიის საპასუხოდ საქართველოს მთავრობის 23 მარტს მიღებული დადგენილების თანახმად:

იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით. ამ შემთხვევისთვის საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ იგი არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაგ.: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები). ამ წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას სამი ათასი ლარის ოდენობით.

მთავრობის დადგენილების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კვლავ ატარებს რელიგიურ რიტუალებს და მორწმუნეები კვლავ იკრიბებიან ტაძრებში. აქამდე ცნობილი არ გამხდარა ეკლესიებში 3 პირზე მეტი რაოდენობით შეკრებისთვის ვინმეს დაჯარიმების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი