ახალი ამბები

გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა – ქობულეთის სოფლები დაიკეტა

12 აპრილი, 2020 • 2140
გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა – ქობულეთის სოფლები დაიკეტა

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ქობულეთის 4 სოფელში – გვარა, მუხაესტატე, ლეღვა და წყავროკა, სპეციალური რეჟიმი შემოვიდა.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში, მთავრობის სპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

„საქართველოში უკვე არის 252 დადასტურებული შემთხვევა კოვიდინფიცირების. ამასთან, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა აჭარის რეგიონში. ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო რეჟიმი წესდება.

ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და ასევე თავდაცვის ძალები, ჩვენ ისევე როგორც სხვა მკაცრი საკარანტინო პირობებში მოქალაქეებს გარეთ, სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა საჭიროებენ პროდუქცის ან მედიკამენტის შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას. მათ ექნებათ საშუალება განახორციელონ სასოფლო სამეურნეო სამუშაოები თუ დაიცავენ იმ პროტოკოლს, რომელიც სპეციალურად ასეთი შემთხვევებისთვის არის შექმნილი.

ეგრეთ წოდებულ ქობულეთის კლასტერში უკვე ინფიცირებულია 17 პირი.

12 აპრილის 11 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 252 ადამიანს, საიდანაც 63 გამოჯანმრთელდა.

მთავარ ფოტოზე: პოლიციის საგუშაგო თბილისის შესასვლელში.

მასალების გადაბეჭდვის წესი