ახალი ამბები

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინასთან 54:9 დამარცხდა

25 სექტემბერი, 2015 •
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინასთან 54:9 დამარცხდა

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები მხოლოდ 5-ქულიანი სხვაობით ჩამორჩებოდა მეტოქეს. თუმცა, საბოლოო ჯამში, არგენტინის მორაგბეთა ნაკრებმა  ბორჯღალოსნებს 7 ლელო დაუდეს და დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს.

 

საქართველოს ნაკრებმა არგენტინასთან მხოლოდ მერაბ კვირიკაშვილის მიერ გატანილი 3 ჯარიმიდან მოახერხა 9 ქულის მოგროვბა.

 

მეორე ტაიმში მსჯმა საქრთველოს ნაკრების კაპიტანი, მამუკა გორგოძე დააჯარიმა და ბორჯღალოსნებს 10 წუთით მის გარეშე მოუხდათ თამაშის გაგრძელება. არგენტინელებმა ქულათა დიდი რაოდენობა სწორედ ამ დროს დააგროვეს.


დღევანდელი მარცხის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფში მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ. ამ დროისთვის C ჯგუფში ახალი ზელანდია 9 ქულით ლიდერობს, მეორეზე 5 ქულით არგენტინაა. პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა ტონგას 17:10 მოუგო, რომელიც ჯგუფში მეოთხე ადგილს იკავებს. ამავე ჯგუფში ბოლო ადგილზე ნამიბიის ნაკრებია.
 

დასრულდა შეხვედრა ქინგსჰოლმზე არგენტინასა და საქართველოს შორის, რომელშიც პუმებმა 54:9 გაიმარჯვეს.#უპირველეს ყოვლისა თა…

Posted by Georgian National rugby team on Friday, September 25, 2015


(c) Rugby World Cup
(c) Rugby World Cup

მასალების გადაბეჭდვის წესი