სოლოლაკში, ისანში, ვარკეთილში, სამგორში, ვაზისუბანში, წავკისში ელექტრონერგიის მიწოდება შეწყდა.
ელექტრონერგიის მიწოდება ამ უბნებში დაახლოებით 14.25 საათზე შეწყდა და 20 წუთის შემდეგ მხოლოდ ზოგიერთ აბობენტს აღუდგა.
“დღეს, 14:25 ქვესადგურში “ნავთლუღი 220″ ავარიულად გამოირთო ავტოტრანსფორმატორი, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება 30 წუთის განმავლობაში შეეზღუდა ქალაქ თბილისის ნაწილს. ამ დროისთვის ავარია ლიკვიდირებულია და ელექტოროენერგიის მიწოდება აღდგენილია, მიმდინარეობს ავარიის მიზეზების დადგენა”, – განუცხადეს ნეტგაზეთს საქართველოს ელექტროსისტემაში.





