ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO, ჯანმო) განცხადებით, ქვეყნებში, სადაც კორონავირუსია გავრცელებულია, პრევენციული ზომების დროზე ადრე გაუქმებას შეუძლია სიკვდილიანობა გაზარდოს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს.
WHO-ის ხელძღვანელის, თედროს ადჰანაომ გებრეისუსის განცხადებით, ორგანიზაცია მუშაობს იმ ქვეყნებთან, სადაც პრევენციული ზომების თანდათანობითი შემსუბუქებაა შესაძლებელი, მაგრამ აცხადებს, რომ ზომების დროზე ადრე გაუქმება შეიძლება დიდი საფრთხის შემცვლი იყოს.
„ვიცი, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკვე აპირებს სხვა ეტაპზე გადავიდეს სახლში ყოფნის ბრძანებიდან. WHO-ს, ყველას მსგავსად, სურს რომ შეზღუდვები მოიხნსას. ამავე დროს, შეზღუდვების დროზე ადრე მოხსნამ შეიძლება სიკვდილიანობა გაზარდოს. გზა [ვირუსის] ქვევით წამოსვლისას შეიძლება ისეთივე საშიში იყოს, როგორც ზევით, თუ სწორად არ წავალთ“, — განაცხადა გებრეისუსმა.
მიუხედავად დონალდ ტრამპის სურვილისა, ეკონომიკური აქტივობა მალე განახლდეს, შეზღუდვების მოხსნის მოწინააღმდეგეა აშშ-ის კორონავირუსთან ბრძოლის შტაბის ერთ-ერთი ლიდერი ენტონი ფაუჩიც — მისი თქმით, „ახლა სწორი დრო არაა“.
მსოფლიოში ამჟამად კორონავირუსის დადასტურებული 1,699,490 შემთხვევის შესახებაა ცნობილი. აქედან გარდაიცვალა 102,800, ხოლო გამოჯანმრთელდა 377,040.