ნეტგაზეთი | მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია – Netgazeti

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 100 ათასს მიაღწია. მსოფლიოში ვირუსით ინფიცირების 1.6 მილიონზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, თუმცა ექსპერტების აცხადებენ, რომ ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ბევრთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დაახლოებით 1.6 მილიონი ინფიცირებულიდან 100 ათასზე მეტი გარდაცვლილი ნიშნავს, რომ ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6.25%-ია, მაგრამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 10%-საც მიაღწია.

კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ვუჰანში 2020 წლის 9 იანვარს დაფიქსირდა. ამ დრომდე მიიჩნევა, რომ კორონავირუსი ვუჰანში მდებარე ერთ-ერთ ბაზრობაზე გაჩნდა, სადაც ველური ცხოველებით ვაჭრობდნენ. ვირუსი მალე  მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 234 შემთხვევაა დადასტურებული. ქვეყანაში გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.