ახალი ამბები

ლენტეხი ჩაიკეტა – კარანტინი

10 აპრილი, 2020 • 1918
ლენტეხი ჩაიკეტა – კარანტინი

მთავრობის გადაწყვეტილებით ლენტეხი ჩაიკეტა. ამის შესახებ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს, 10 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესვლისა და გამოსვლის საშუალება. ჩიქოვანის განმარტებით, სპეციალური პროტოკოლის დაცვით ლენტეხის მოსახლეობას საგაზაფხულო სამუშაოების წარმოების უფლებაც მიეცემა.

“ეპიდემიოლოგებისა და ექიმების რჩევით მივიღეთ გადაწყვეტილება, ლენტეხის რაიონში სრული კარანტინი ამოქმედდეს, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რა რეჟიმიც დღეს ბოლნისსა და მარნეულშია. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ  ვირუსის შიდა გავრცელება მაქსიმალურად შევზღუდოთ, რათა არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება. დღეიდან, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში შესვლა/გამოსვლა აკრძალული იქნება. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება გაადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭიროებებისთვის, როგორიც არის საკვებისა და წამლების შეძენა, ასევე, სამედიცინო სერვისების მიღება. ბოლნისისა და მარნეულის მსგავსად, ლენტეხში შესასვლელ და გამოსასვლელ პუნქტებს შსს და თავდაცვის სამინისტროს ძალები გააკონტროლებენ “,-აცხადებს ჩიქოვანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი